ბჰაგავად-გიტა როგორც ასეთი

ა. ჩ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა

product-cover

8.99 EUR

Language
Georgian

„ბჰაგავად-გიტა, როგორც ასეთი“ წიგნზე განუზომლად მეტია. იგი „გიტას“ ყველაზე გავრცელებული გამოცემაა დასავლეთის ქვეყნებში. მასში თავმოყრილია ცოდნაც და ღვთისადმი ერთგულებაც; ამიტომაც შესწევს უნარი, უკეთესობისაკენ შეცვალოს ადამიანის სიცოცხლე.   „ბჰაგავად-გიტაში“ გადმოცემულია ხუთი ძირითადი ჭეშმარიტებისა და თითოეული მათგანის დანარჩენებთან ურთიერთკავშირის შესახებ ცოდნა. აი, ეს ხუთი ჭეშმარიტება: კრიშნა, ანუ ღმერთი, ინდივიდუალური სული, მატერიალური სამყარო, ამ სამყაროში აღსრულებული საქმენი და დრო.  „გიტა“, რომელიც  ინდოეთის სულიერი სიბრძნის არსია, ნათლად განმარტავს ცნობიერების, „მე“-ს და სამყაროს ბუნებას; იძლევა პასუხებს საუკუნეების მანძილზე ფილოსოფოსთა მიერ დასმულ შეკითხვებზე.   „გიტას“ თარგმნის პროცესში ა. ჩ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა მუდამ ერთგული რჩებოდა კრიშნას სიტყვებისა, ამიტომაც გახსნა „გიტას“ უძველესი ცოდნის  ყველა საიდუმლოს კლიტენი, გაგვანდო ჩვენ და ამით თვითსრულყოფასა და სულიერ წინსვლაში დაგვეხმარა.   „გიტა“ კრიშნასა და მის ძვირფას მეგობარ არჯუნას შორის საუბარია. ბიძაშვილებსა და მეგობრებთან ომში ჩაბმის წინ დიდ მეომარ არჯუნას ებადება კითხვები: რატომ უნდა იბრძოლოს, რა არის სიცოცხლის აზრი და რა ელის სიკვდილის შემდეგ?   პასუხად კრიშნა თავის მეგობარს დაბნეულობის ბურუსს უფანტავს და სულიერად აცისკროვნებს...  ყოველ ჩვენგანს კი მოგვიხმობს, იმავე ნათელ გზას შევუდგეთ.